ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები საგარეჯოს სოფელ ლამბალოს აზერბაიჯანულ სკოლას ესტუმრნენ

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია და დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს აზერბაიჯანულ საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, მათ სკოლას უახლესი ქართული ლიტერატურა, სულ 500-მდე წიგნი გადასცეს. წიგნები მიმდებარე სოფლების აზერბაიჯანულ სკოლებზედაც განაწილდება.
გაიმართა შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო წიგნიერებისა და განათლების მნიშვნელობას.
არაქართულენოვანი სოფლების სკოლების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. პროექტს ეროვნული ბიბლიოთეკა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები