ვლადიმერ ბოჟაძე: ბიძინა ივანიშვილის მიმართ ზეწოლა კვლავ გრძელდება, თუმცა როგორც მანამდე, ახლაც ის სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს დაიცავს

„როგორც ჩანს, დიფ სთეითს, რომელსაც ტრამპმა გამოუცხადა ბრძოლა, ჯერ კიდევ აქვს გავლენები სხვადასხვა ქვეყნებში, საბანკო სექტორში, საერთაშორისო მედიაში რადგან ხედავთ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ზეწოლა კვლავ გრძელდება“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების დაცვას გააგრძელებს.

„ეს კიდევ ერთი ზეწოლის მექანიზმია, რომ მან უარი თქვას, საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე და პირადი ინტერესები გაცვალოს იმ დავალებებზე, რომელსაც ქვეყნის გარედან იძლეოდნენ. თქვენ იცით, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და როგორც მანამდე, ახლაც ბიძინა ივანიშვილი დაიცავს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები