ჩარგალში, მიხა ხელაშვილის დაბადებისა და გარდაცვალების დღეს, „მიხაობა“ აღინიშნება
25 იანვარი პოეტისა და შეფიცულთა რაზმის წევრის – მიხა ხელაშვილის დაბადების და გარდაცვალების დღეა, სოფელ ჩარგალში კი „მიხაობა“ აღინიშნება.
მიხა ხელაშვილი სახალხო პოეტი და შეფიცულთა რაზმის წევრი იყო. მისი ბევრი ლექსი და ყველაზე მეტად გახმაურებული „ლექსო ამოგთქომ, ტიალო“ ხალხურად იყო ცნობილი.
მიხა ხელაშვილი დუშეთის მაზრის სოფელ ახადში (უკანა ფშავში) დაიბადა. 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში.
1925 წლის 25 იანვარს, თავისივე დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში ვერაგულად მოკლეს. დაკრძალულია ჩარგლის სასაფლაოზე.
2022 წლის 9 აპრილს მიხა ხელაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.