ფედერალურმა მოსამართლემ დროებით დაბლოკა ტრამპის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში დაბადებული ბავშვები მოქალაქეობას ავტომატურად ვეღარ მიიღებენ
სიეტლის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ დროებით დაბლოკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში დაბადებული ბავშვები მოქალაქეობას ავტომატურად ვეღარ მიიღებენ.
„მე ვერ ვიხსენებ სხვა საქმეს, რომელიც ისეთივე ნათელი იყო, როგორც ეს. ეს აშკარად არაკონსტიტუციური განკარგულებაა“, – განაცხადა მოსამართლე ჯონ კაფენურმა.
მედიის ცნობით, აშშ-ის გარკვეული შტატები ამტკიცებენ, რომ განკარგულება არღვევს კონსტიტუციის მე-14 შესწორებას, რომელიც გარანტიას აძლევს აშშ-ის მიწაზე დაბადებულ ყველა ბავშვს, მიიღოს მოქალაქეობა.