ტრამპი: ევროკავშირი ძალიან უსამართლოდ გვექცევა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირი ამერიკას ძალიან უსამართლოდ ექცევა.
„ამერიკის პოზიციიდან ევროკავშირი ძალიან, ძალიან უსამართლოდ გვექცევა. ძალიან ცუდად“, – აღნიშნა ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ის ცდილობს, კონსტრუქციული იყოს, მაგრამ პროცესი ძალიან რთულია.
„ჩვენ გვაქვს მრავალი მილიარდი დოლარის დეფიციტი, რაც არავის აკმაყოფილებს. ჩვენ რაღაცას მოვიმოქმედებთ. მე ვცდილობ, კონსტრუქციული ვიყო, რადგან მიყვარს ევროპა და ევროპის ქვეყნები, მაგრამ პროცესი ძალიან რთულია. ისინი აშშ-ს ძალიან უსამართლოდ ეპყრობიან დღგ-ისა და სხვა გადასახადებით, რომლებსაც აწესებენ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.