ირაკლი ქარსელაძე: თბილისში აშენდა ყინულის ახალი არენა, რომელიც უმასპინძლებს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის ტურნირებს

“თბილისში აშენდა ყინულის ახალი არენა, რომლის მსგავსიც არც დედაქალაქს და არც ქვეყანას არ ჰქონდა. აღნიშნული კომპლექსი უმასპინძლებს ფესტივალის ტურნირებს”,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ქვეყანამ და ქალაქმა შეიძინა უმნიშვნელოვანესი სპორტული შესაძლებლობა ზამთრის სპორტის სახეობის შემდგომი განვითარებისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობა გვხვდა წილად. თბილისში აშენდა ყინულის ახალი არენა, რომლის მსგავსიც არც დედაქალაქს და არც ქვეყანას არ ჰქონდა. აღნიშნული კომპლექსი უმასპინძლებს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის ტურნირებს. გარდა ამისა, ქვეყანამ და ქალაქმა შეიძინა უმნიშვნელოვანესი სპორტული შესაძლებლობა ზამთრის სპორტის სახეობის შემდგომი განვითარებისთვის. აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში აშენდა ახალი ბიათლონის და თხილამურებით რბოლის საჭიროებებისთვის ასევე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც დასრულებულია და იქაც მოსამზადებელი ნაწილი მიმდინარეობს იმდაგვარად, რომ ქვეყანა ღირსეულად უმასპინძლებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას. გასული წლების განმავლობაში გვაქვს ძალიან წარმატებული გამოცდილებები როგორც ზამთრის, ასევე ოლიმპიური სხვა სახეობების მასპინძლობებში“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები