ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია: “ცხოვრება შიზოფრენიის დიაგნოზით” გაიმართება

ხვალ, 19:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად გაიმართება საჯარო ლექცია და თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა.
საჯარო ლექციის თემაა: “ცხოვრება შიზოფრენიის დიაგნოზით” და მას პროფესორი ეკა ჭყონია წაიკითხავს.
შიზოფრენიის დროს თავის ტვინის ჰემისფეროებს შორის კავშირები ირღვევა და ადამიანში პრაქტიკულად ორი დამოუკიდებელი «ნახევარი» ფუნქციონირებს.
როგორია ცხოვრება შიზოფრენიის დიაგნოზით? როგორ იცვლება სამყაროს და საკუთარი თავის აღქმა, როდესაც ადამიანის ტვინში ასეთი პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობს?
შიზოფრენია მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს აღენიშნება და ინვალიდობის გამომწვევ მიზეზებს შორის პირველ ათეულშია. თანამედროვე მკურნალობის მეთოდები საშუალებას გვაძლევს ეფექტურად ვუმკურნალოთ შიზოფრენიას, თუმცა ამისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ადრეულ გამოვლინებასა და დროულ დიაგნოსტირებას ენიჭება. ადამიანების უმრავლესობა, ვისაც ფსიქიატრიული დახმარება სჭირდება, სტიგმის გამო, დროულად არ აკითხავს სპეციალისტს, რაც მომავალში სერიოზულ არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალურ პრობლემებსაც უქმნის. თანამიმდევრული და დროული მკურნალობის ფონზე პიროვნება აქტიურ სოციალურ ცხოვრებას აგრძელებს და ასეთ შემთხვევებში ერთაზროვნად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ შიზოფრენიით ცხოვრება განაჩენი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები