ლოს-ანჯელესის მახლობლად გაჩენილმა ხანძრის ახალმა კერამ 9400 ჰექტარი ფართობი მოიცვა

აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესიდან ჩრდილოეთით ტყის ახალი ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ხანძრის ფართობი 38 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი. როგორც სააგენტო აღნიშნავს, სამხრეთ კალიფორნიაში ცხრა თვეა, წვიმა არ მოსულა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ 31 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა. კიდევ 23 ათასი ადამიანი ევაკუაციის მოლოდინის რეჟიმშია.

ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენებიც მონაწილეობენ.

ცნობისთვის, კალიფორნიაში იანვრის დასაწყისში ტყის ძლიერი ხანძარი გაჩნდა. სტიქიამ ბოლო მონაცემებით, 24 ადამიანი იმსხვერპლა. 6 დაკარგულად ითვლება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები