აშშ-ში, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო 9 ადამიანი დაიღუპა

ზამთრის შტორმმა აშშ-ის მოსახლეობა საფრთხეში ჩააგდო. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო 9 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ CNN წერს.

აშშ-ის სამხრეთ ნაწილში ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურაა, რის გამოც მორღვეულია სატრანსპორტო სისტემა, დახურულია სკოლები და სახელმწიფო დაწესებულებები, ათასობით ავიარეისები გადადებული ან გაუქმებულია.

ზამთრის შტორმი სამხრეთ ტეხასიდან ფლორიდის ჯექსონვილამდეა გავრცელებული. ახალ ორლეანში, მობილში, პენსაკოლაში თოვლის საფარმა ისტორიული რეკორდი მოხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები