ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთის პრეზიდენტს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდერ სტუბს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა და ალექსანდერ სტუბმა უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, უსაფრთხოების გარანტიებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხი განიხილეს.
„ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. ეს ყველაფერი თქვენს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. აღფრთოვანებული ვართ იმით, რასაც თქვენ აკეთებთ“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.