მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დანიშვნას ულოცავს – მჯერა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს, – ამის შესახებ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„გულითადად ვულოცავ აშშ-ის ახალდანიშნულ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს. მე მოუთმენლად ველოდები ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებას და კავშირების გაძლიერებას. ღრმად მჯერა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის!“ – წერს მაკა ბოჭორიშვილი.
მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ოფიციალურად გუშინ დაამტკიცეს. სენატმა გადაწყვეტილება ერთხმად, 99 ხმით მიიღო.