“სასამართლო დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს” – დავით მათიკაშვილი
“სასამართლო დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს – ჩვენ სასამართლო გადაწყვეტილებების განმარტებაში შესვლის არანაირი უფლება არ გაგვაჩნია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს, პარლამენტის დამცავი ჯებირის დაზიანების გამო დაპატიმრებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
“იმ ძალებისგან განსხვავებით, რომლებიც ამ დემონსტრანტების გვერდით ან მათ უკან დგანან, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია და რომელიც 2012 წლამდე, სასამართლო სისტემას თავიდან ბოლომდე მართავდა, ჩვენ სასამართლო გადაწყვეტილებების განმარტებაში შესვლის არანაირი უფლება არ გაგვაჩნია.
სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს – მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებებზეა დაყრდნობილი”, – განაცხადა მათიკაშვილმა.