თორნიკე ჭეიშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე: ის მოლოდინი, რომელიც არსებობს საქართველოში არის ერთობ იმედიანი

„დღეს არის უდავოდ უმნიშვნელოვანესი დღე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში, ვინაიდან აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ფიცის დადების შემდგომ იწყება ახალი ეპოქა. არსებობს ყველანაირი ოპტიმისტური პროგნოზი, რომ ითქვას ეს, იქნება მშვიდობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის, წინ წამოწევის და იქნება „დიფ სთეითთან“ გამკლავების პერიოდი”,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოლოდინი მმართველ გუნდს აქვს პოზიტიური, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა.

„ის მოლოდინი, რომელიც არსებობს საქართველოში დღევანდელი დღის შემდგომ მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ არის ერთობ იმედიანი. იმედიანი იმ თვალსაზრისით, რომ შედეგად საბოლოო ჯამში მოხერხდება გადატვირთვა ურთიერთობებისა საქართველოს და აშშ-ს შორის, რაც თავის მხრივ იქნება გაგრძელება შემდგომში იმ ჯანსაღი ურთიერთობების, რომელიც არსებობდა“,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მისი თქმით, „დიფ სთეითთან“ ბრძოლა ერთ დღეში არ დასრულდება. თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით ძალიან დიდი ხანი ფუჭდებოდა ყველაფერი იმისთვის, რომ მოკლე მისი მოგვარება მყისიერად ვერ მოხერხებულიყო.

„დიფ სთეითს“, ამ ჯგუფის წარმომადგენლებს აქვთ საკმაოდ მყარი ფესვები ამერიკულ ბიუროკრატიაში, სხვადასხვა ფედერალურ სამსახურში, მენეჯერულ რგოლებში და ბუნებრივია ამას დასჭირდება დრო, რომ მოხერხდეს „დიფ სთეითის“ შესუსტება და შემდეგ უკვე ამოძირკვა ამ ძალების გავლენებისა. რაც როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად მსოფლიოსთვის იქნება სასარგებლო“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები