“როდესაც თავს ესხმი პოლიციელს და თავს ესხმი სახელმწიფოს, ადეკვატური პასუხი უნდა აგო იმისთვის, რასაც სჩადიხარ” – მათიკაშვილი
“როდესაც თავს ესხმი პოლიციელს და თავს ესხმი სახელმწიფოს, ადეკვატური პასუხი უნდა აგო იმისთვის, რასაც სჩადიხარ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმაში, რომ მზია ამაღლობელი შიმშილობს, პოზიტიური არაფერია.
“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევე გვაღელვებს, როგორც ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სანამ ქმედებას ჩაიდენს, მას სჭირდება გააზრება, რადგან თუ ქმედება დანაშაულებრივია, ის პასუხს ითხოვს. ამის შემდეგ შიმშილობის გამოცხადება ინდულგენცია ვერ იქნება. მოვუწოდებ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, ეს არის სრულიად არაადეკვატური ნაბიჯი იმ მდგომარეობაში, რაშიც ის იმყოფება. კარგი იქნება თუ ის ადეკვატურად მიუდგება ამ მოცემულობას, გაიაზრებს მის ქმედებას და მიხვდება, რომ შიმშილობა არ წარმოადგენს რაიმე პოზიტიურის მომტანს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.