მამუკა მდინარაძე: ევროპარლამენტის რეზოლუციებს მოქმედ ბიუროკრატიულ პირობებში ჩალის ფასი აქვს

“ევროპარლამენტის რეზოლუციებს მოქმედ ბიუროკრატიულ პირობებში ჩალის ფასი აქვს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა თუ რა მოლოდინი აქვს მმართველ გუნდს საქართველოს საკითხზე დებატებთან დაკავშირებით, რომელიც ევროპარლამენტში ხვალ გაიმართება.

მისი თქმით, სასაცილო მდგომარეობაა უკვე.

„ჩალის ფასიც არ აქვს. სასაცილო მდგომარეობაა უკვე. ამდენ რეზოლუციას იღებენ, ჯერ ერთი უშედეგოდ საბედნიეროდ და მეორე მეორე, ყველა ხვდება, გაიშიფრა უკვე ეს ამბავი. ევროპარლამენტის რეზოლუცია მოქმედ ბიუროკრატიის პირობებში და ისეთ ევროპარლამენტარების პირობებში, რომლებიც გამოდიან და ამბობენ, რომ სააკაშვილია კარგი და ჩვენ ვართ ცუდები და სააკაშვილს უკეთებია თურმე ეროვნული საქმე და ჩვენ ვაკეთებთ რუსულ საქმეს, ოდნავ მაინც თუ გაანძრევ ტვინს ადამიანი ხვდები, რომ ჩალა გაცილებით ძვირია ვიდრე მათი პოზიციები და ეს რეზოლუციები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები