მამუკა მდინარაძე: ბაიდენის ადმინისტრაცია, ჩემი შეფასებით, ყველაზე მავნებელი ადმინისტრაცია აღმოჩნდა როგორც საკუთარი ქვეყნისთვის, ისე საქართველოსთვის
“რაც შეეხება ბაიდენის ადმინისტრაციას, ჩემი შეფასებით, ყველაზე მავნებელი ადმინისტრაცია აღმოჩნდა როგორც საკუთარი ქვეყნისთვის, ისე საქართველოსთვის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ ნეგატიური მიმართულებით მიმავალ მატარებელს მალე და პოზიტიური მიმართულებით შემატრიალებს როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის ხელისუფლება.
„ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში „დიფ სთეითი“ ყველაზე მეტად გაძლიერდა, რასთან ბრძოლასაც ტრამპი აანონსებს და რისი იმედიც გვაქვს, თუ მან მოახერხა „დიფ სთეითის“ დამარცხება, საქართველოსაც ბევრად გაუადვილდება პარტნიორებთან ურთიერთობა და გადატვირთვაც, შესაბამისად.
რაც შეეხება ბაიდენის ადმინისტრაციას, ჩემი შეფასებით და დღეს უკვე რისკები ნაკლებია ამ განცხადებაში, არც მანამდე დაგვიკლია, მაგრამ ახლა უფრო თამამად შეგვიძლია ვთქვათ, დღეს 20 რიცხვია და ამიტომ, საბედნიეროდ უფრო თამამად შეგვიძლია ამაზე ლაპარაკი, ყველაზე მავნებელი ადმინისტრაცია აღმოჩნდა როგორც საკუთარი ქვეყნისთვის, ისე საქართველოსთვის. მან, ბოლოში, როდესაც მიხვდა, რომ ხელისუფლებაში ვეღარ რჩებოდა, თუკი რაიმე მავნებლობა შეიძლებოდა საქართველოსთან დამოკიდებულებაში, ყველაფერი ჩაიდინა. რომ ისე გაეფუჭებინა ურთიერთობები, გადატვირთვა ურთულესი ყოფილიყო. აი ეს ყველაფერი აკეთა ბაიდენის ადმინისტრაციამ. იმედი მაქვს, ამ ნეგატიური მიმართულებით მიმავალ მატარებელს მალე, ასე მარტივად არ ხდება ხოლმე, მაგრამ მალე და პოზიტიური მიმართულებით შემოვატრიალებთ როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის ხელისუფლება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.