მამუკა მდინარაძე: სოციალურ ქსელში ერთი ახალგაზრდა ამბობდა, “ნაცებს” ვერ ვიტანთ და ახალი არჩევნები გვინდაო – ვინ მოგყავს? გახარია, მელია, რუსეთიდან დაფინანსებული ხოშტარია, ხაზარაძე, გირჩი ჯაფარიძე – “ნაცები” არ არიან?

“ნაცების დაბრუნებას კი არ ითხოვს ხალხი, არამედ ამ ოთხი „ახალი“ პარტიას, რომლებიც ნაცები არ არიანო და თქვენ მეუბნებით, რომ ეს ადამიანები ნაცები არ არიან? ამ პარადოქსული არგუმენტით ცდილობენ ნაცების მობრუნებას”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ვინც აქციაზე დგას და ახალ არჩევნებს ითხოვს, არის ნაცი, ან ნებსით თუ უნებლიედ, ემსახურების „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს.

„ჩვენ ალბათ ყველას მეტი გვმართებს, რომ საქართველოში ობიექტურ რეალობაში დავარწმუნოთ ყველა ადამიანი. ჩვენ ხისტად ვაკრიტიკებთ არამხოლოდ ჩვენს ოპონენტებს, არამედ იმ ადამიანებსაც კი, ვინც რუსთაველზე დგას და რატომ ვეძახით ბევრ მათგანს ნაცს. ნებისმიერ შეგიძლიათ ჰკითხოთ: თუ ისინი მიაღწევენ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, (თეორიულად, პრაქტიკულად შეუძლებელია) და დაინიშნება ახალი არჩევნები, ვის აძლევენ ხმას? ვინ უნდათ ხელისუფლებაში, ვინ უნდა მოვიდეს? ნაცის გარდა, დღეს არის ვინმე ისეთი, რომელიც შეიძლება ქართული ოცნების ნაცვლად იყოს ხელისუფლებაში? გვარამია და მელია არ არიან ნაცები, გირჩი ჯაფარიძე, ხოშტარია, ხაზარაძე არ არის ნაცი და მათი რეკეტიორი არ ყოფილა არასდროს და გახარიას არ უღალატია ნაცებთან ქართული ოცნებისთვის? ნაცების დაბრუნებას კი არ ითხოვს ხალხი, არამედ ამ ოთხი „ახალი“ პარტიას, რომლებიც ნაცები არ არიანო და თქვენ მეუბნებით, რომ ეს ადამიანები ნაცები არ არიან? ამ პარადოქსული არგუმენტით ცდილობენ ნაცების მობრუნებას. თუ ვინმე დღეს ითხოვს ხელახალ არჩევნებს, მათი მოთხოვნა საფუძვლიანია იმ შემთხვევაში თუ 300 000 ხმა გაყალბდა, ოღონდ 300 ხმის გაყალბების მტკიცებულებასაც კი ვერ დებენ. თუკი ვინმე ასე უარგუმენტოდ ითხოვს ახალ არჩევნებს, ისინი ნაცების დაბრუნებას ითხოვენ ხელისუფლებაში. პროკურატურა გამოდის და პირდაპირი მნიშვნელობით იხვეწება – რაიმე ინფორმაცია თუ გაქვთ მტკიცებულების სახით, მოდით და დადეთო. ასეთი ინფორმაცია ჯერ ჩვენ ვერ ვნახეთ. მივიდნენ და დადონ და მერე ილაპარაკონ ახალ არჩევნებზე, რომლითაც ისინი ნაცების დაბრუნებას ითხოვენ.

გახარია ნაცი არ არის? ახლა, ინციდენტი რომ მოხდა, სამხარაძეს თავს რომ დაესხა, ამან პასუხი რომ გასცა და იქ გაბრუებული რომ იყო წამოწოლილი შუა ქუცაში, პირველი ვინ დაუჭირა მხარი? პირველები ვინც აღშფოთდნენ, ყველა რადიკალური ნაცები იყვნენ. ძალადობაზე კი უნდა აღშფოთდე, მაგრამ შე კაი ადამიანო, ჯერ მოიკითხე რა მოხდა. სხვა შემთხვევაში თუ არკვევ და როგორც გაწყობს, ისე ლაპარაკობ, აქაც მოიკითხე. გახარიას ოთხ მუნიციპალიტეტში აქვს კოალიცია ნაცებთან. ცოლი და ქმარი ერთად რომ ცხოვრობდეს ღამეს ერთად ატარებდნენ, ხელი რომ არ ჰქონდეთ მოწერილი და ერთმანეთი გვეზიზღებაო რომ ამბობდნენ, დაახლოებით ეს ვარიანტია. ვის აბრმავებენ? ხაზარაძე და ჯაფარიძის მთავარი ფუნქცია იყო ნაცების რეკეტის აღუსრულებლობა. თუ გახარია, მელია, რუსეთიდან დაფინანსებული ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე არ არის ნაცი? როგორ დავიჯეროთ მათი განნაცება? სოციალურ ქსელში ამომიგდო, ერთი ახალგაზრდა ამბობდა, ნაცებს ვერ ვიტანთ, ნაცობას გვაბრალებენო და ახალი არჩევნები გვინდაო. ვინ მოგყავს? მოგყავს ნაცი, ესე იგი ნაცის საქმეს აკეთებ, გგონია, რომ ანტინაცი ხარ და ნაცი მოგყავს? რა დაგმართნია, მეორე უბედურებაში გაგიყვია თავი – აზრზე არ ხარ, ისე ხარ ნაცი. ასევე საფუძვლიანია მათი მოთხოვნა პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თუ ისინი არ იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას ძალადობრივ აქციებში. თუ დანაშაულს ჩადიოდნენ, რატომ უნდა გათავისუფლდნენ? აგერ, დღეს ორმა ადამიანმა მოინანია, აღიარა და პროკურატურამ ძალიან სერიოზული შეღავათი გაუკეთა“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები