„ახალი იდეები“ და 4 წლის მხატვარი ემილია ლომთაძე
18-19 იანვარს თბილისში, „იარტ გალერეაში“, „არტ მეგობრების“ გამოფენა – „ახალი იდეები“ გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები.
გამოფენის ყველაზე პატარა მონაწილე იყო ემილია ლომთაძე. მან დამთვალიერებლების ყურადღება მიიპყრო.
ემილია ლომთაძე თბილისის 102-ე საჯარო ბაღის აღსაზრდელია, სწორედ ბაღში შესრულებული ნახატები გამოიფინა, რომელიც მან 3 წლის ასაკში ფანქარში დახატა – „მე და ჩემი მეგობარი“ და „მე და მასწავლებელი“.
ნინო ასპანიძე, ემილიას მასწავლებელი:
„ემილია არის ხელოვან სოფი მაჭავარიანის შვილი, უნიჭიერესი ბავშვი, საოცრად ხატავს ნებისმიერ რამეს, აკეთებს ჯერ კონტურს და შემდეგ იწყებს ხატვას, ჩინებულად ფლობს ფანქარს, მისი მოხმარების სტრუქტურას… ის ჯერ მხოლოდ 4 წლისაა… დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ემილია დიდ წარმატებებს მიაღწევს და ასახელებს ქვეყანას, ჩვენს საქართველოს“.
ინფორმაციისთვის: გამოფენაში მონაწილეობდნენ როგორც ცნობილი პროფესიონალი მხატვრები – კავალი შანავა, მარიამ ლაფარაშვილი, ნონა კოკაია… ისე თვითნასწავლი მხატვრები, რომლებმაც ვიზიტორებს ფერწერული ჟანრის ნამუშევრები და აბსტრაქციები გააცნეს.