ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე ნობელის პრემიაზე მეორედ წარადგინეს
ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე ნობელის პრემიაზე მეორედაა წარდგენილი. ინფორმაციას ლიტერატურის ინსტიტუტი ავრცელებს.
„პატივი გვაქვს გაცნობოთ, რომ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესურისა და შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაციის საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, განმეორებით, წარდგენილია მწერალ აკა მორჩილაძის კანდიდატურა.
წარმატება მას და სრულიად საქართველოს“! – აღნიშნულია ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.