ვლადიმერ ბოჟაძე – დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილს კარგი ადგილები შეახვედრეს ინაუგურაციაზე თავისმა დამკვეთებმა

“დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილს კარგი ადგილები შეახვედრეს თავისმა დამკვეთებმა, როგორც ჩანს, მისი ბილეთის ფული საქართველოში სოროსის ფონდმა იყიდა” – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის დასწრების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯო უილსონი დაეხმარა რათა კარგი ადგილები შეერჩიათ.

“რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, მათ უკვე საკუთარი რესურსები აქვთ და, როგორც ჩანს, ჯო უილსონი დაეხმარათ პროგრამაში შესულიყვნენ და კარგი ადგილები შეესყიდათ. ოფიციალური პირების გარდა, მერე ათასობით ბილეთი ჩვეულებრივად ხელმისაწვდომია და იყიდება, რადგან ოფიციალური მოწვევა არ იყო და არ ჰქონდა ეს მოწვევა არც სხვა ქვეყნების ოფიციალურ ლიდერებს, ბუნებრივია ოფიციალური თბილისის წარმომადგენლები არ დავიწყებდით ბილეთების შეძენას და იქ მერე სელფების გადაღებას. დაველოდოთ ინაუგურაციას, მე მინდა პრეზიდენტ ტრამპს კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვო და იმედო გამოვთქვა, რომ მისი გაპრეზიდენტებისთანავე შეიცვლება საქართველოსთან დამოკიდებულება,” – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

დღესვე, სოციალურ ქსელში გავრცელდა არაერთი ბმული, სადაც მითითებულია, რომ მსურველებს შეუძლიათ ადგილების შეძენა, რათა ინაუგურაციას კაპიტოლიუმთან მიადევნონ თვალი. ამ ადგილების ღირებულება 2-დან 20 000 დოლარამდე მერყეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები