მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს ყველასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონოდათ, რათა უფრო კარგად აღექვათ, თუ რა ხდება ქვეყანაში

მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს ყველასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონოდათ, რათა უფრო კარგად აღექვათ, თუ რა ხდება ქვეყანაში, რა მოვლენები მიმდინარეობს, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მისი თქმით, შეხვედრები გაიმართა როგორც ხელისუფლების, ისე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

 

„ევროსაბჭოს მონიტორინგის მისიის წევრებმა შეხვედრები გამართეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებთან. მნიშვნელოვანია ის, რომ მომხსენებლებს, ევროსაბჭოს მხრიდან შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოში ყველასთან კომუნიკაციის იმისთვის, რომ უფრო კარგად ჰქონდეთ აღქმა, თუ რა ხდება ქვეყანაში, რა მოვლენები მიმდინარეობს და რა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის და განვითარებისთვის, მათ შორის ევროსაბჭოს კონტექსტში, რა არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები