“ტრამპის ინაუგურაციის დღეს ცდილობენ, მაქსიმალური ნეგატივი დაახვედრონ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას, რომ საქართველოს ურთიერთობების დალაგების შანსები მინიმუმამდე დაიყვანონ” – ჩიხელიძე

“ხომ გიჩნდებათ კითხვა, ევროპაში ამდენი პრობლემის, მთავრობებისთვის ევროპელი ხალხის მიერ ზედიზედ გამოცხადებული უნდობლობების ფონზე, ასე დღეგამოშვებით როგორ იცლის ევრობიუროკრატია საქართველოზე საჭორაოდ, ისეთი რა თარიღებია მომდგარი? “, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჩიხელიძე განმარტავს, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი მარტივია.

“20 იანვარისთვის, ტრამპის ინაუგურაციის დღეს ცდილობენ, მაქსიმალური ნეგატივი დაახვედრონ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას, რომ საქართველოს ურთიერთობების დალაგების შანსები მინიმუმამდე დაიყვანონ, შემდეგ კი თუ გამოუქვათ, აქ მთავრობაში საკუთარი აგენტურა დააბრუნონ.

რაკი ასეა და ეს კრეტინსაც კი უნდა ესმოდეს, ნიშნავს რომ ტრამპის პოზიციაზე ჯერ არაფერი იციან, ყოველ შემთხვევაში, მათთვის სასიკეთო, თორემ ასე არ შეწუხდებოდნენ როთები, კოლსები, ჟიგიმანტასები, მაკალისტერები და მთელი ლიბერელიტა.

ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება, ცოტა დრო და ტრადიციული გამძლეობა, რომ ამ აფთრებს და მათ მომსახურე უსამშობლო ტურებს ისევ არ დავუთმოთ საჯიჯგნად ჩვენი ქვეყანა”, – წერს ანალიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები