კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ლიტერატურის მუზეუმს ესტუმრა
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს ეწვია. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ თეა თვალავაძესა და თანამშრომლებთან ერთად მუზეუმის ექსპონატები დაათვალიერა; გაეცნო მუზეუმის საქმიანობას, პრობლემებსა და საჭიროებებს; ისაუბრა ლიტერატურის მუზეუმის განვითარებისა და მისი რეაბილიტაციის შესახებ.
მინისტრმა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლებს კულტურის სამინისტროს მხრიდან თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა.