დაჩი ცაგურია – გაფიცულ კომპანიებს: გადაფარებული რომ არის ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაზე, მან და მისმა ხელისუფლებამ მოგიტანათ მშვიდობა, ეს გაზრდილი მოგებები – თემურ ჭყონიამ რუსეთის ბაზარი დაიპყრო და მე და შენ ვართ პრორუსები?!

ახალგაზრდებს მინდა მივმართო, თქვენ ამათთვის საზარბაზნე ხორცი ხართ. ლიაკა ხოშტარია, ლავროვის საყვარელი სტუდენტი რუსთაველზე ფეიერვერკის სროლით რომ გამოვარდა და ცაში ისროდა, სხვის შვილებს აიძულებდა, რომ პოლიციელებისთვის ესროლათ. თვითონ რატომ არ ესროდა იმ პოლიციელებს? სხვის შვილებს რატომ ახალისებდა ამისკენ?, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

მან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ვრცლად ისაუბრა.

„ყველა დაპირისპირებაში წინ პატარა გოგოებს და ბიჭებს აყენებენ, არღვევინებენ კანონს, ახალისებენ, მერე დგანან და მოთქვამენ. ის 250 მლნ დოლარი რომ არის შემოსული და რომ ჩაიკეცეს ჯიბეებში, ამ ბავშვებს რომ 1000-1000 ლარს მიუგდებენ, პატიმრებს ბარათზე რომ 500-500 ლარს ურიცხავენ და ვითომ მათზე ზრუნავენ – მეგობრებო, თქვენზე ესენი ფულს შოულობენ. დიდი ფული იშოვეს და კიდევ იშოვიან. დღეს ვითომ გაფიცვა რომ ჰქონდათ, მეცინება – ამ ხალხს 90-იანი წლებიდან ვიცნობთ, ჩემო პატარა დებო და ძმებო, ესენი ლარის გულისთვის თვალს გამოგთხრიან. ხუთწუთიანი გაფიცვა ჩაატარეს რომ ფული არ დაკარგონ. თუ ასეთი პრინციპულები და მაგრები ხართ, იქამდე გაიფიცეთ, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება. რატომ აქამდე არ იფიცებით? აა, ფულის დაკარგვა არ გინდათ? ფულის მონები ხართ და მაგიტომ, ქუჩაში მაგიტომ დარბიხართ და ამ ბავშვებსაც იმიტომ დაარბენინებთ, რომ მეტი მაყუთი იშოვოთ. გამკვირვებია, ამ ხალხს ნამუსი არ აქვს, თავისივე შემოსავლები დათვალონ, ვინ არიან ეს გაუმაძღრები – „თეგეტადან“ დაწყებული, გინდა „პე ეს პე“, „კოკა კოლა“ და ა.შ., მათი შემოსავალი რამდენი იყო 2012 წლამდე და დღეს რამდენია? რამდენი ჰქონდათ მოგება. თქვენ რომ დაგაყენეს ქუჩაში ჩემო თანამოქალაქეებო, ამ კომპანიების რიგითო თანამშრომლებო, მოსთხოვეთ ამ კომპანიებს, ამოიღეთ მათი ყოველწლიური ანგარიშები – რამდენი ჰქონდათ 2012 წლამდე შემოსავლები და ახლა რამდენი აქვთ. რით ვერ გაძღნენ? ამ მშვიდობამ მოგვიტანა ეგ თქვენი შემოსავლები და მოგებები, ასტრალში რომ გახვედით. უკრაინაში რატომ ვერ გადიან კომპანიები მილიარდიან მოგებებზე. დააფასა რა, რაც მიიღე. გადაფარებული რომ არის ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაზე, შვილები, ოჯახი დავუსანქციროთო რომ არის ერთი ამბავი ატეხილი, ამ ადამიანმა და მისმა ხელისუფლება მოგიტანათ მშვიდობა, ეს შემოსავლები გაზრდილი მოგებები. კაცმა, თემურ ჭყონიამ რუსეთის ბაზარი დაიპყრო, და აქ მე და შენ ვართ პრორუსები?!“, – განაცხადა ცაგურიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები