ირაკლი კირცხალია: ადამიანი თანამდებობის პირს ჭიქას ურტყამს სახეში და გამოდიან და რას გვთავაზობენ, რომ თავდასხმა მოხდა გახარიაზე – ზუსტად ესაა ის სცენარი, რაც ჩამოვიდა და ახლა რომ ამუშავებენ მაკკეინის სტიპენდიატთან ფანჩატურ სამში
რაც შეეხება ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს, სასიამოვნო სანახავი არავისთვის არის ასეთი ფაქტები, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „იმედის“ ეთერის მეშვეობით მთელმა საქართველომ იხილა კადრები, როდესაც ერთი ადამიანი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს ფიზიკურად უსწორდება და ჭიქას ურტყამს სახეში.
„თქვენი ეთერით იხილა მთელმა საქართველომ და არამარტო ის კადრები, რომელიც თქვენ
მოიპოვეთ და გავიდა ეთერში. ე.ი. ერთი ადამიანი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს ფიზიკურად უსწორდება. ჭიქას ურტყამს სახეში. ამის შემდეგ გამოდიან ამათი პროპაგანდისტული მედია, სოცპლატფორმები თუ ე.წ. „ენჯეოები“ და რას გვთავაზობენ, რომ თავდასხმა მოხდა გიორგი გახარიაზე. ესაა მათი სახე და ზუსტად ესაა ის გაიდლაინი, აი, ის სცენარი, აქ რაც ჩამოვიდა და ახლა რომ ამუშავებენ და სახელმწიფოებრიობანას რომ თამაშობენ მაკკეინის სტიპენდიატთან ფანჩატურ სამში. ესაა მათი გაიდლაინი და მიყვებიან. მაგრამ საბოლოოდ ეს მცდელობა და ბოლო მცდელობა ქვეყნის არევის ამათ ნამდვილად არ გამოუვათ“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.