დაჩი ცაგურია: საფრანგეთის ელჩმა გაარტყას სილა პარიზში პოლიციელს, მე გადავიღებ და ვანახოთ მერე ყველას საქართველოში – მაინტერესებს რა რეაქცია ექნება ან საფრანგეთის, ან ბერლინის პოლიციას
ჩამოვიდეს ეს ქალბატონი [საფრანგეთის] ელჩი პარიზში უბრალოდ რომ პატრულირებს, მივიდეს იმ პოლიციელთან და ხელი გაარტყას. ცოტა შორს დავდგები და იქიდან გადავიღებ, მერე ამ ვიდეომასალას ჩამოვიტან და ვანახოთ ყველას, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
„მინდა საფრანგეთის ელჩს მივმართო, რომელიც დღეს მედიის თავისუფლების საკითხზე წუხდა, ასევე გერმანიის ელჩს და საელჩოს თანამშრომლებს მინდა ვთხოვო გადაუთარგმნონ, რომ ეს სამარცხვინო გამოსვლები არის აბსოლუტურად უადგილო. ელჩებს ვთავაზობ, რომ მე ჩავალ პარიზში, ჩამოვიდეს ეს ქალბატონი ელჩი პარიზში უბრალოდ რომ პატრულირებს, მივიდეს იმ პოლიციელთან და ხელი გაარტყას. ცოტა შორს დავდგები და იქიდან გადავიღებ, მერე ამ ვიდეომასალას ჩამოვიტან და ვანახოთ ყველას. მაინტერესებს მერე რა რეაქცია ექნება საფრანგეთის პოლიციას, ან ბერლინის პოლიციას. წარმოდგენაც კი მზარავს, ამერიკელ პოლიციელს რომ სილა გაარტყა, რა მოხდება. 21-ე საუკუნეა, ქალბატონო ელჩო, რატომ გვთვლით ჩვენ მესამე დონის სახელმწიფოდ და „ბანანის რესპუბლიკად“?!“ – აღნიშნა ცაგურიამ.