დაჩი ცაგურია: საქართველოში გაცილებით მაღალია მედიის თავისუფლების სტანდარტი, ვიდრე მაგალითად საფრანგეთში – საფრანგეთში ცილისწამებაზე უმკაცრესი კანონმდებლობა აქვთ, საქართველოში კი პირიქით, მედიისგან არის ხალხი დასაცავი

ჩვენ გვიყურებენ როგორც ბანანის რესპუბლიკას. იქსზე რაღაც დაწერა მასკმა და ეს ყოფილა თურმე გერმანიის შიდა საქმეებში ჩარევა და ეს მიხაილ როთი რომ დარბის ჩვენს ქვეყანაში, ეს არ არის ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა?, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

„საქართველოში მედიის თავისუფლებაზე რომ ლაპარაკობენ, საქართველოში გაცილებით მაღალია მედიის თავისუფლების სტანდარტი, ვიდრე მაგალითად საფრანგეთში. საფრანგეთში ცილისწამებაზე უმკაცრესი კანონმდებლობა აქვთ, საქართველოში კი პირიქით, მედიისგან არის ხალხი დასაცავი. მე მირჩევნია ქონება დამიზიანონ, ვიდრე რეპუტაცია და ღირსება. ვიღაცებმა მაგინონ ქუჩაში შეურაცხყოფა მომაყენონ… პირდაპირ გამოდიან ტელევიზიებში და იგინებიან. ეს მოვიდა იქიდან, რომ ესენი ფაშისტები არიან, ამათი იდეოლოგია სუფთა ფაშისტურია. სხვათა შორის ფაშისტებს და ოციანი წლების კომუნისტებს ჰქონდათ ერთი დევიზი – „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია“. იგივე ხდებოდა გერმანიაში და იგივე ხდებოდა ოციან წლებში, ეს მებრძოლ უღმერთოთა კავშირი და დანარჩენები ამ პოზიციაზე იყვნენ. ტელევიზორთან რომ სხედხართ, რატომ არ გამოდიხართო, იგინებიან და შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს… ჩვენი მეგობრის ბავშვს სკოლაში მთელი ამბები ჰქონდა, იმის გამო რომ ბებია ჰყავს რუსი. მე ისე გავიზარდე, რომ ქურთი, სომეხი, თუ რუსი ვინ იყო არ ვიცოდი, ყველა ერთად ვიზრდებოდით და გვიყვარდა ერთმანეთი. ბავშვი სახლში ატირებული მივიდა – რუსო, რუსოს მეძახიანო და სკოლაში აღარ მიდის. რა უბედურებაა, ეს ფაშიზმი უნდა დაამთავროთ, ეთნიკური ნიშნით ადამიანების ლანძღვა და გინება“, – აღნიშნა ცაგურიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები