ირაკლი კირცხალია: რეჟიმი, რომელიც კლავდა, აწამებდა, ქვეყნის ღალატით იყო დაკავებული, დღეს გვეუბნებიან, რომ „თქვენ ხართ რუსები“ – წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი მეუბნება, რომ „შენ ხარ რუსი“, რომელიც მთელი თავისი მოღვაწეობისას აკეთებდა რუსულ საქმეს

ეს არის ის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება. ეს არის სწორედ მილიონ ასოცი ათასი ადამიანის დაკვეთა, ვინც ჩვენ კიდევ ერთხელ გვანდო მანდატი ქვეყნის მართვის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლის.

მისი თქმით, საზოგადოებამ და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ თუ რას წარმოადგენს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“.

„ეს აუცილებელი. ვხედავთ რა ძალებთან გვაქვს ოპოზიციაში საქმე. არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა ფერ ჰალსტუხს ჩამოიკიდებს და ვინ როგორ გადაბრენდავს თავის პარტიას. თითოეული მათგანი, რომლებიც გადანაწილებულები არიან ამ ე.წ. პარტიებში, აბსოლუტურად ყველას პოლიტიკური წარსული უკავშირდება პირდაპირ „ნაცმოძრაობას“.

ყველაზე მთავარი რაც არის საზოგადოებამ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რომლებიც რეალურად ვერ მოესწრო იმ ძალადობრივ რეჟიმს, რეჟიმი რომელიც კლავდა, რეჟიმი, რომელიც აწამებდა, რეჟიმი, რომელიც არეკეტებდა და ყველაზე მთავარი რეჟიმი, რომელიც იყო ქვეყნის ღალატით დაკავებული, ეს რეჟიმი დღეს, ეს ადამიანები სხვადასხვა ფერით და სხვადასხვა ლოგოთი დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ ხართ რუსები. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი მე მეუბნება, რომ „შენ ხარ რუსი“, რომელიც მთელი თავისი მოღვაწეობის პერიოდში 100%-ით აკეთებდა რუსულ საქმეს და მხოლოდ და მხოლოდ 100%-ით იყო ანტირუსული რიტორიკით დაკავებული. აი ეს ყველაფერი საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში უნდა იხილოს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შეძლო საქართველომ ჰააგას სასამართლოს მოგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები