„2025 წლის საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირას ერთ-ერთი საკითხი რაც დაინიციირდება, არის სწორედ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თავის დროზე ამის საშუალება მმართველ გუნდს კოჰაბიტაციის რეჟიმმა არ მისცა, თუმცა ამჯერად, საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნა აღსრულდება.
„ჩვენ აუცილებლად აღვასრულებთ იმ დაპირებას, რომელიც საზოგადოების წინაშე წინასაარჩევნოდ გავაჟღერეთ. ეს არ იყო მხოლოდ დაპირება, ეს არის ის, რასაც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი წლების განმავლობაში ითხოვს, თუმცა კოჰაბიტაციის რეჟიმმა არ მოგვცა იმის საშუალება, რომ ეს პროცესები უფრო ადრე წარმართულიყო. 2025 წლის საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირას ერთ-ერთი საკითხი რაც დაინიციირდება არის სწორედ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა“, – განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.