“როცა უკვე პიროტექნიკიდან ფურთხებაზე გადადიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები, ეს ნიშნავს, რომ ბოლო ფაზაში არიან” – მაჭარაშვილი

“როცა უკვე პიროტექნიკიდან ფურთხებაზე გადადიან – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები, ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო ფაზაში არიან, შესაბამისად, მალე აღარ ექნებათ პოლიტიკური სარბიელი”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ალბათ იტყვიან, რომ ესეც გამოხატვის თავისუფლება და ევროპული ღირებულებაა, წარმოდგენა არ აქვთ ევროპული ღირებულებების და ამიტომაც დაინახა ამერიკულმა, ევროპულმა და ქართულმა საზოგადოებამ და ამიტომაც უთხრეს ამერიკაში, ევროპაშიც და საქართველოშიც ამ ლიბერალურ ფაშისტურ მიმდინარეობას უარი“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები