მიხეილ სარჯველაძე: უბედური შემთხვევა მოხდა, სავარაუდოდ საუბარია გაზის გაჟონვაზე ან ქსელის გაუმართაობაზე, რამდენიმე პირი კლინიკაშია, ერთ-ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა

„უბედური შემთხვევა მოხდა. ზუსტი მიზეზები ალბათ გამოძიების ჩატარების შემდეგ შეგვეძლება, რომ დაზუსტებით ვთქვათ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომელმაც ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა.

მისი თქმით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა.

„სავარაუდოდ საუბარია გაზის გაჟონვაზე ან ქსელის გაუმართაობაზე, რამაც გამოიწვია აფეთქება და დატრიალდა ტრაგედია. რამდენიმე პირი იმყოფება კლინიკაში. ერთ-ერთი პირის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა და რა თქმა უნდა ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საუბედუროდ, ერთი ადამიანი გახლავთ გარდაცვლილი“, – აცხადებს მინისტრი.

ცნობისთვის, ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები