არჩილ გორდულაძე: ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვიძიოთ ყველაფერი, რაც სისხლიანი, მწამებლური რეჟიმის შემქმნელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა

„ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვიძიოთ თითოეული ის საკითხი, რომელიც სისხლიანი, მწამებლური რეჟიმის შემქმნელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა დეტალი უნდა იყოს საზოგადოებისთვის თვალსაჩინოდ წარმოდგენილი.

„მათ შორის იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც არ აქვთ ინფორმაცია, ან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ ბურანში ამყოფოს, მოატყუოს. ამას ექნება კონკრეტული შედეგი, რომელიც გამოიხატება დასრულებაში იმ მავნებლური ძალისა, რომელსაც კოლექტიური ნაცმოძრაობა ჰქვია“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები