აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით უსამძიმრებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით უსამძიმრებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილი მიიღო.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ხანძრის შესახებ, რომლის შედეგად დაიღუპა ხუთი ბავშვი. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოვხატავ ჩემს ღრმა მწუხარებას, გიცხადებთ სამძიმარს პირადად თქვენ, გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და მთელს ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია ალი ასადოვის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები