დღეს საქართველოში გლოვის დღეა
დღეს საქართველოში გლოვის დღეა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო შენობაზე, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შენობებზე, ასევე, ყველა სამხედრო ქვედანაყოფში.
საქართველოს მთავრობა სამძიმარს უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს.
ხანძრის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა.