ლოს ანჯელესში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

ლოს ანჯელესის ოლქში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

გამოცემის ცნობით, ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი.

„ამ მასშტაბის ხანძართან საბრძოლველად საჭირო რაოდენობის მეხანძრეები არ ჰყავთ“,- განაცხადა ლოს ანჯელესის ოლქის სახანძრო სამსახურის უფროსმა.

სანტა მონიკას მთებსა და წყნარ ოკეანეს შორის მდებარე პალისადეში ხანძარი 7 იანვარს გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და ამ დროისთვის 1000-ზე მეტი შენობა დაიწვა.

სავალდებულო ევაკუაციას 37 000 ადამიანი დაექვემდებარა. იტონში ხანძრის გამო კიდევ დამატებით 32 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები