გიორგი ლეონიძის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენა გაიმართება

10 იანვარს, 16 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება გიორგი ლეონიძის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენა.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ჩხოროწყუს კულტურის ცენტრთან არსებული ახალგაზრდული თეატრალური სტუდია „ყირამალა“ წარმოადგენს მინი სპექტაკლს – „ნატვრის ხე“, გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით.
დადგმის რეჟისორი − დათიკო დარასელია, პედაგოგი − დათო შენგელია, კომპოზიტორი − იაგო ქებურია.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები