ვლადიმერ ბოჟაძე: ადამიანები, რომლებიც მოგვიწოდებდნენ სანქციების დაწესებისკენ, რუსეთთან ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე უარის თქმისკენ, აღმოჩნდა, რომ თავად არიან აქტიურად ჩართულები რუსეთთან ბიზნესში, რაც ორმაგი სტანდარტია

თქვენ იცით, რომ ბიზნესის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც არის ორგანიზატორი და დამფინანსებელი ამ აქციების და რომლებიც მათ შორის სხვას აბრალებენ რუსეთთან თანამშრომლობას, თავად არიან ძალიან აქტიურად ჩართულები რუსეთთან ბიზნესში, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისი თქმით, ორმაგი სტანდარტია, როდესაც კონკრეტული მეწარმეები საკუთარ პროდუქციას რუსეთში ყიდიან, პარალელურად კი ხელისუფლების პრორუსულობაზე საუბრობენ.

„აწარმოებენ როგორც ექსპორტს, ასევე იმპორტს რუსეთთან. ადამიანები, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებდნენ სანქციების დაწესებისკენ, მოგვიწოდებდნენ უარი გვეთქვა რუსეთთან ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, აღმოჩნდა, რომ თავად არიან ამ პროცესებში ჩართული, რაც ორმაგი სტანდარტია“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები