ChatGPT-ის შემქმნელს მისი და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ChatGPT-ის შემქმნელს, სემ ალტმანს, მისი და ენნ ალტმანი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, იუწყება BBC.

ენნ ალტმანის თქმით, ის 1997-2006 წლებში ძმის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი რეგულარულად ხდებოდა.

შესაბამისი სარჩელი მან 7 იანვარს მისურის საოლქო სასამართლოში შეიტანა. ის ამტკიცებს, რომ 12 წლის ძმამ მასზე ძალადობა მაშინ დაიწყო, როდესაც ის ჯერ კიდევ სამი წლის იყო.

სემ ალტმანი, რომელიც კომპანია OpenAI- გენერალური დირექტორია და ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩეთბოტის შემქმნელია, ამ ბრალდებას უარყოფს. მას მხარს დედა და ძმები უჭერენ.

„ყველა ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს. ძნელია უვლიდე ოჯახის წევრს, რომელსაც ფსიქიკური აშლილობა აქვს“, – განაცხადა სემ ალტმანმა.

სემ ალტმანის თქმით, ის ყოველთვიურად ეხმარება დას ფინანსურად, თუმცა ის მეტ თანხას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები