პროფესიით სასურსათო პროდუქტების წარმოების ინჟინერია. ორი წლის წინ დაიწყო String art, ანუ, როგორც ამბობს, სიმებიანი ნაქარგობანი. ნამუშევრებმა საზოგადოება მიიზიდა და დიდი ინტერესი გამოხატეს. – მარიამ ხუციშვილის პერსონა.
– წარმოშობით ჯავახეთიდან ხართ. თუ გიყვარდათ ხელოვნება, ხატვა ბავშვობიდან?
– ბავშვობიდან ყველაფერი საინტერესო იყო, რომელიც ჩემს გონებაში და დღიურში ყოველთვის ფერად გვერდად დარჩება, და ვხატავდი კიდეც.
– პროფესიით სასურსათო პროდუქტების წარმოების ინჟინერი ხართ. პარალელურად ხელნაკეთ ნამუშევრებს ამზადებთ. პირველი ნამუშევრები…
– სიახლე მჭირდებოდა, რომელსაც თერაპიის სახე ექნებოდა და მე ეს შევძელი, ვიპოვე, რამაც ცხოვრება შემოატრიალა 360°-ით! პირველი ნამუშევარი იყო ბაჭია, რადგან ბაჭიას წელი იყო.
– რით მიგიზიდათ სიმებიანმა ნაქარგობამ?
– ბევრს ვეძებდი, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში და ეს რომ დავინახე, მივხვდი, ჩემი იყო! როგორც მე გამაოცა, მომეწონა და მიმიზიდა, ისეთივე შთაბეჭდილებებს დავტოვებდით მნახველებზე.
– რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით?
– ფეხბურთელებს გამოვარჩევდი. mariamo’s art-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს საკმაოდ ბევრი ნახვა და გადაზიარება აქვს, კოლოსალური რაოდენობის შეტყობინება მივიღე, რამაც მოტივაცია უფრო მეტად ამიმაღლა. მადლობა ჩემს ძვირფას ადამიანებს.
– ერთი ნამუშევრის ისტორია…
– პირველ ნამუშევარს აქვს საინტერესო ისტორია, რადგან ნულიდან დავიწყე, გადმოცემითაც არაფერი ვიცოდი, არ შევშინდი. მოვიძიე ინფორმაცია, სქემა ავაწყვე და მეორე დღეს შეიქმნა ჩემი პირველი ნამუშევარი.
– რა მასალებს იყენებთ?
– ძირითადად, ვიყენებ: ძაფს, ლამინატს, მცირე ზომის ლურსმანს.
– საშობაო განწყობილება…
– ბავშვობის მოგონებებიდან საშობაო განწყობა ყოველთვის ამაღლებული მაქვს, წელიწადში ამ დღეს ყველაზე ბედნიერი ვარ! ახალი წელი – როგორც ყველასთვის, ასევე ჩემთვისაც, ახლის დაწყებისკენ ბიძგია!
– ოჯახი, საქმე… როგორ ასწრებთ ყველაფერს ერთად?
– ჩემთვის ძნელი არაფერია, მთავარი მონდომებაა.
– საქველმოქმედო გამოფენებშიც მონაწილეობთ….
– ვმონაწილეობ და არასდროს დავიხევ უკან.
– ჰობი…
– ქარგვა.
– „ვქმნი ისეთ ნამუშევრებს, რასაც ჩვეულებრივ სასაჩუქრე მაღაზიებში ვერ ნახავთ. ვამზადებ ყველა სფეროსთვის შესაფერისს. რაც მთავარია, ადრესატი ყოველთვის გახარებული, გაოცებული და კმაყოფილი რჩება“, – გიწერიათ თქვენს გვერდზე.
– ჩემს გვერდზე ჩემი მომხმარებლის ემოციებმა მოიყარა თავი. ხმამაღლა ვიტყვი, რომ ჩემს ნამუშევრებს ანალოგი არ აქვს საქართველოში.
თამარ შაიშმელაშვილი