ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტი გადადო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტი გადადო.

ამის შესახებ კაუმა სოციალურ ქსელში წერს.

„მსჯელობისა და საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე, საქართველოში ვიზიტი გადავდო იმ დრომდე, ვიდრე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება. ჩვენ კვლავ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და დახმარება გავუწიოთ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, – აცხადებს პია კაუმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები