“მიშას, ხაზარაძის და გვარამიას ლაქუცის ნიშნით შერჩეულმა ხალხმა რა პარტიობა უნდა გასწიოს ან პოლიტიკოსობა როგორ უნდა შეძლოს?” – თამარ ჩერგოლეიშვილი

“მეგობრებო, ოპოზიციის ძიებას არანაირი აზრი არ აქვს (ქილიკი შემხვდა სქროლვისას).

არ არსებობენ ოპოზიციური პარტიები”, – ამის შესახებ “ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“რასაც პარტიებს ეძახით, ის პარტიები არაა – ბელადის, ან ფულის ტომრის პარაზიტთა საძმოებია.

ვარსებობთ ჩვენ – ფედერალისტები რომლებიც სწორ გზაზე ვდგავართ და პარტიად შევდგებით.

სანამ ამ თითოეულ პარტიად წოდებულს, საკუთარი ამომრჩეველი არ დაალაგებს პარტიად შიდა დემოკრატიული მექანიზმებით და ამ პარტიის სპიკერები, ამომრჩევლის წარმომადგენლებად არ გადაიქცევიან – იქამდე პარტიად ვერ შედგებიან.

ამიტომ პარტიების ძიება დაიწყეთ მათ შორის, ვის ლიდერშიფსაც ამომრჩეველი ირჩევს და არა რომელიმე ბელადი ან ფულის ტომარა.

მიშას, ხაზარაძის და გვარამიას ლაქუცის ნიშნით შერჩეულმა ხალხმა რა პარტიობა უნდა გასწიოს, ან პოლიტიკოსობა როგორ უნდა შეძლოს?

ეს წარმოუდგენელია.

P.S. აქვე დავამატებ, რომ სანამ საკმარისი ხალხი არ დარწმუნდება, რომ აი ეს ოთხეული არაა ალტერნატივა, იქამდე პროტესტი შედეგს ვერ მიაღწევს.

ამიტომ, ნებისმიერი პროცესი, რომელიც აი ამ არ არსებულ ოთხ პარტიას რაიმე სპეციალურ სტატუსს ანიჭებს, ჩვენთვის მიუღებელია და თავს დავესხმებით.

თანასწორი ველის გარდა, არაფერს მივიღებთ და ზურგის ქარი ჩვენ გვექნება.

არსებული ოპოსისტემა უნდა დაიფერფლოს და თანასწორ ველზე ამოვა ალტერნატივა – მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება პროტესტს შედეგი”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები