“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები შედგა და ეუთო/ოდირი ქართველი ხალხის ნებას პატივს სცემს” – გორდულაძე
“მნიშვნელოვანია, როდესაც არჩევნების შემფასებელი მთავარი ორგანიზაციის და უმაღლესი რეპუტაციის მქონე მთავარი ორგანიზაციის საპარლამენტო დელეგაცია, ხელმძღვანელის მეთაურობით, ჩამოდის საქართველოში და შეხვდება არჩეული, ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა ისევ და ისევ იმსჯელონ რეკომენდაციის შესრულებასთან და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები შემდგარია და ქართველი ხალხის ნებას პატივს სცემს ეუთო/ოდირი.
ჩვენც უნდა მოვუწოდოთ სხვა ადამიანებს, იქნებიან ისინი საქართველოში, თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანს, რადგან ერთადერთი, ვისაც შეუძლია, ლეგიტიმაცია მიანიჭოს და ამავდროულად, აირჩიოს ხელისუფლება, ეს არის მხოლოდ ქართველი ხალხი და არა ეს განცხადებები. მათ შორის მიხეილ სააკაშვილის უახლოესი მეგობრის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება ლეგიტიმური ჩვენს ქვეყანაში. ასეთ განცხადებაზე არავის რომ არ ამოუღია ხმა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ უსამშობლო ადამიანების გაერთიანებაა შემდგარი“, – განაცხადა გორდულაძემ.