გივი მიქანაძე: დარწმუნებული ვართ, რომ 20 იანვრის შემდეგ, როცა ტრამპის ადმინისტრაცია საბოლოოდ დაკომპლექტდება, გვექნება შესაძლებლობა ორმხრივი დიალოგის, რომელიც ღია ფორმატში წარიმართება
“დარწმუნებული ვართ, რომ 20 იანვრის შემდეგ, როცა ტრამპის ადმინისტრაცია საბოლოოდ დაკომპლექტდება, გვექნება შესაძლებლობა ორმხრივი დიალოგის, რომელიც ღია ფორმატში წარიმართება”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს გადატვირთვის პოლიტიკას აუცილებლად მოიტანს.
”ჯო უილსონის პიროვნება მთელმა საზოგადოებამ გაიგო, ეს არის ადამიანი, რომელიც, „ფარას“ მიხედვით, ეწევა ოპოზიციური არხის ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტული არხის ლობირებას, შესაბამისად, მისი მხრიდან ასეთი აქტიურობა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ის კონკრეტული ანაზღაურების კონტექსტში ახორციელებს მასზე დაკისრებული კონკრეტული ამოცანების შესრულებას.
ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით ტრამპის ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არის ღირებულებებში თანხვედრა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 20 იანვრის შემდეგ, როდესაც ტრამპი ოფიციალურად უფლებამოსილებას შეუდგება და მისი ადმინისტრაცია უკვე საბოლოოდ დაკომპლექტდება, გვექნება შესაძლებლობა ორმხრივი დიალოგის, რომელიც ღია ფორმატში წარიმართება. ეს აუცილებლად მოიტანს გადატვირთვის პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაში განვითარების შესაძლებლობას“, – განაცხადა მიქანაძემ.
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე 4 იანვარს „მეგობარი აქტის“ ხელახლა წარდგენასთან დაკავშირებით პრესრელიზი გამოქვეყნდა.