ზურაბ ქადაგიძე: ატყობთ, რა მასშტაბის იდიოტები მართავდნენ პროცესებს ევროპაში?

„ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ არ უნდა მოახდინოს გაყალბებული არჩევნებიდან მიღებული არალეგიტიმური პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმაცია, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ზურაბ ქადაგიძის თქმით, ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები აჩვენებს, რომ ევროპული ქვეყნების ნაწილს იდიოტები მართავენ.
„იდიოტოკრატია” ევროპულად…  ევროპაში:
გერმანიის და ნიდერლანდების მთავრობა ჩამოშლილია!
საფრანგეთში სამთავრობო კრიზისია!
ესპანეთი ბიუჯეტს ვერ ამტკიცებს!
ბელგია მთავრობის გარეშეა დარჩენილი!
ავსტრიაში კანცლერი გადადგა!
ბულგარეთში ახალი არჩევნების ჩანიშვნას ელოდებიან!
საქართველოში:
მთავრობა დამტკიცებულია!
ბიუჯეტი მიღებულია!
პრეზიდენტი არჩეულია!
ახლა, ერთი რიტორიკული კითხვა – ატყობთ, რა მასშტაბის იდიოტები მართავდნენ პროცესებს ევროპაში, რომ კისრამდე ნეხვში ჩაწოლილებიც ვერ ათვითცნობიერებენ რეალობას?!”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები