თბილისში, გაჩერებაზე ორ ადამიანს ავტობუსი დაეჯახა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავდა ორი ადამიანი.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები