ილონ მასკი: ბრიტანეთში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა, ილონ მასკმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი გააკრიტიკა.
მასკი მიიჩნევს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
„ბრიტანეთში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს“, – დაწერა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე.
მანამდე ილონ მასკმა განაცხადა, რომ „ძალიან ცოტა“ ბიზნესს სურს ინვესტირება კირ სტარმერის ბრიტანეთში.