სალომე ზურაბიშვილი: ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას, მოუთმენლად ველით ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების მიმართ უწყვეტ მხარდაჭერას
პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ვულოცავ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ვულოცავ. ამ მნიშვნელოვან როლში წარმატებებს გისურვებთ. საქართველოდან, ჩვენ მოუთმენლად ველით ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და განვითარების მიმართ თქვენს უწყვეტ მხარდაჭერას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი იანვრიდან პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და მას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.