ტრამპი: აშშ ინგრევა – ქვეყანაში უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ძალადობრივი ეროზია ხდება, ამას მხოლოდ ძლიერი ლიდერობა შეაჩერებს

აშშ ინგრევა – ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების, ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ძალადობრივი ეროზია ხდება, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ქვეყნის ნგრევას მხოლოდ ძალა და ძლიერი ლიდერობა შეაჩერებს.

„ჩვენი ქვეყანა კატასტროფაა, მთელ მსოფლიოში დაცინვის ობიექტი გახდა. ეს არის ის, რაც ხდება, როდესაც თქვენ გაქვთ ღია საზღვრები, სუსტი, არაეფექტური და პრაქტიკულად არარსებული ხელმძღვანელობით. იუსტიციის დეპარტამენტმა, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და „დემოკრატმა“ პროკურორებმა არ შეასრულეს თავიანთი სამუშაო. ისინი არაკომპეტენტურები და კორუმპირებულები არიან, რადგან მთელი თავიანთი დრო პოლიტიკურ ოპონენტზე უკანონო თავდასხმებზე დახარჯეს და არა ამერიკელების დაცვაზე გარედან და შიგნიდან. „დემოკრატებს“ საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეთ, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში დაუშვეს. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო უნდა ჩაერთოს ახლავე, სანამ გვიანი არ არის. აშშ ინგრევა – უსაფრთხოების, ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ძალადობრივი ეროზია ხდება ჩვენს ქვეყანაში. მხოლოდ ძალა და ძლიერი ლიდერობა შეაჩერებს ამას. შევხვდებით 20 იანვარს“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები