გოგა ხაინდრავა – გერმანიაში პოლიციელებზე პიროტექნიკით თავდასხმაზე: სად არის გამოხატვის უფლება?! ვილსონ! კუბილიუს! ფონ დერ ლაიენ! სად ხართ?! შეშფოთება სასწრაფოდ

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალი წლის ღამეს გერმანიაში პოლიციელებზე პიროტექნიკით თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ეი! როთ, ვ როტ! ხაზიკ! კიკუ! ხანუმ ჯან! პეროვნებებო! ხელო-ვნებებო! რუსთაველზე „ზადნით“ პურისმჭამელებო! ეს ამდენი „პოლიტ“ პატიმარი! ერთ ღამეში ამ „შიგ ევროპაში“! რა ხდება?! სად არის გამოხატვის უფლება?! ჩტო სლუჩილსა?! ვილსონ! კუბილიუს! ფონ დერ ლაიენ! სად ხართ?! შეშფოთება სასწრაფოდ!!“, – წერს ხაინდრავა პლატფორმა X-ზე.

ცნობისთვის, ბერლინში, ახალი წლის ღამეს მომხდარი თავდასხმების შედეგად, 30 პოლიციელი და ერთი მეხანძრე დაშავდა. სამართალდამცველებმა 400 ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები