მედიის ცნობით, ღაზაში ისრაელის თავდასხმას „ჰამასის“ პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე ემსხვერპლნენ
ღაზაში, ჰუმანიტარულ ზონაზე ისრაელის თავდასხმას, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიციის უფროსი, მაჰმუდ სალაჰი და მისი მოადგილე, ჰუსამ შაჰვანი ემსხვერპლნენ.
როგორც The Times of Israel-ი იუწყება, ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინური და არაბული მედია, მათ შორის „ჰამასის“ ტელევიზია „ალ-აქსა“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე მავასის რაიონში მაჰმუდ სალაჰის კარავი იყო, სადაც ის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა.
მედიკოსების მტკიცებით, თავდასხმას ჯამში 11 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ.